სასწავლო კურსი დასრულდა
2 მაისი 2015
96-მა სერჟანტ-კაპრალმა ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი გაიარა. სერჟანტთა მომზადების სკოლაში დღეს კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ. კურსდამთავრებულებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ ჯარისკაცებს. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
ჯარისკაცებს კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. სერჟანტ-კაპრალები თექვსმეტკვირიანი სწავლების მსვლელობისას მსუბუქი ქვეითი, კავშირგაბმულობის, ნაღმტყორცნის და ქვემეხის სამეთაურო სპეციალობებს დაეუფლნენ.
“განათლება თავდაცვის სისტემაში ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დღეს ჯარისკაცმა იცის რომ სწავლის გარეშე მისი კარიერული წინსვლა ვერ განხორციელდება. ჩვენ ვაფასებთ მათ მონდომებას და  ვულოცავთ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს.” - განაცხადა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, ვიცე პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ.