ავსტრიის ატაშე თავდაცვის უწყებაში
2 მაისი 2015

ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ავსტრიის სამხედრო ატაშე დღეს თავდაცვის უწყებას ესტუმრა.

ვიზიტის მიზანს ავსტრია-საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის სამთო მომზადების სფეროში თანამშრომლობის დაწყება წარმოადგენდა.
პოლკოვნიკი თომას რაპაცი თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა მარიკა ლალიაშვილმა მიიღო.

მხარეებმა უსაფრთხოების საკითხებში სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მათ ასევე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სახმელეთო ჯარების სარდალთან, პოლკოვნიკ შმაგი თელიასთან, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან.

ავსტრიის სამხედრო ატაშე საქართველოს 9 ოქტომბერს დატოვებს.