გერმანელი ექსპერტები
2 მაისი 2015
ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში გერმანელი ექსპერტები საქართველოში იმყოფებიან. სამკაციანი დელეგაცია დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეწვია. ვიზიტის მიზანი სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისთვის პერსონალის მართვის სფეროში დახმარების გაწევაა.
დღეს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა დავით ნაირაშვილმა მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა კადრების სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების საშუალებებზე იმსჯელეს. ექსპერტებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
გერმანელი სტუმრები საქართველოს ხვალ დატოვებენ.