შეხვედრა სამხედრო ატაშეებთან
2 მაისი 2015
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ქართული მხრიდან ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის  მოადგილეები ნიკოლოზ ვაშაკიძე,  ნოდარ ხარშილაძე და სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
უცხოელი დიპლომატების ვიზიტის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ კომენტარი გააკეთა:
“შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მინისტრმა ატაშეების კორპუსი მიიღო, რომელიც დღეს საქართველოში მსახურობს. საუბარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მიმდინარე და გრძელვადიან ამოცანებს შეეხო. სტუმრები მიმდინარე რეფორმებით და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ.”