საერთაშორისო კოორდინაციის ბიურო
2 მაისი 2015
“BILC”-ის ექსპერტები უცხო ენის შესწავლის პროცესში რეკომენდაციების გაწევას განაგრძობენ. საქართველოში უცხო ენის საერთაშორისო კოორდინაციის ბიუროს ორი წარმომადგენელი იმყოფება. კეიტ ვერტი და ინგრიდა ლემანისი საქართველს შეიარაღებულ ძალებში უცხო ენის სწავლების პროცესს დააკვირდებიან და ქართულ მხარეს ამ კუთხით რეკომენდაციებს გაუწევენ.
სამუშაო შეხვედრა დღეს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში გაიმართა. შეხვედრას სარდლობის ხელმძღვანელი მაიორი ლაშა ბერიძე და J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსი, მაიორი ზეზვა ლიპარტელიანი დაესწრნენ.
მაიორმა ლაშა ბერიძემ ექსპერტებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უცხო ენის სწავლების მიმდინარეობა გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა უცხო ენის მასწავლებლების კვალიფიკაციის დონის ამაღლებასა და შეფასების სისტემის დახვეწაზე ისუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში უცხო ენის საერთაშორისო კოორდინაციის ბიუროს წარმომადგენლები იმ ქვედანაყოფებს მოინახულებენ, სადაც უცხო ენის სწავლება მიმდინარეობს. სტუმრები ასევე აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა და მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელობასაც შეხვდებიან.
“BILC”-ის წარმომადგენლები ქართულ მხარესთან ერთად უკვე ოთხი წელია უცხო ენის სწავლების მეთოდების დახვეწაზე მუშაობენ. ამჯერად ვიზიტი ექვსდღიანია და სტუმრები საქართველოს 4 ოქტომბერს დატოვებენ.