სოხუმის დაცემის დღე
2 მაისი 2015
სოხუმის დაცემის დღიდან თექვსმეტი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისიტრმა ბაჩო ახალაიამ და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
“ისინი, ვინც ამ ბრძოლაში, ვინც საქართველოს ერთიანობსთვის დაიღუპნენ, არიან საქართველოს უახლესი ისტორიის ჭეშმარიტი გმირები. მე მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო მათ წინაშე, მივესალმო მათ ოჯახებს,  ესენი არიან  ქართველი გმირების ოჯახები. თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სახელმწიფოს ვალია ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ეს ადამიანები  შეეწირნენ, მივიდეთ  მიზნამდე, რომელსაც გაერთიანებული საქართველო, ერთიანი და ძლიერი  სახელმწიფო ჰქვია.”- განაცხადა საქართველოს თავდაცვის  მინისტრმა ბაჩო ახალაიამ.