ჩემპიონატი ფეხბურთში
2 მაისი 2015
საქართველოს 21-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩი ფეხბურთში დღეს გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. თამაშში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალბის საფეხბურთო გუნდმა “გვარდიამ” და თბილისის “ავაზამ” მიიღეს.
დაძაბული შეჯიბრი გვარდიის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მატჩს საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ტარიელ ლონდარიძე და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჩემპიონატი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. მომდევნო თამაშს “გვარდია” ქ. მარნეულში “ალგეთის” გუნდთან გამართავს.