“ანგარიში ხალხს” ახალქალაქში
2 მაისი 2015
დღეს სამთავრობო აქცია “ანგარიში ხალხს” ახალქალაქში გაიმართა. წლიურ- საანგარიშო გამოფენაზე მისულმა საზოგადოებამ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გატარებული რეფორმებისა და სამომავლო პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია პირადად მინისტრ ბაჩო ახალაიასა  და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირებისგან მიიღო.

ადგილობრივ  მოსახლეობას მიეცა საშუალება პირადად დაეთვალიერებინა თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების შესაბამისი თვალსაჩინოებები -  ძირითადი შეიარაღების, ტექნიკისა და აღჭურვილობის ნიმუშები. თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამ  სამხედრო ჟურნალ-გაზეთების, ბუკლეტებისა და სარეკლამო რგოლების საშუალებითაც მიიღო. აქციაზე მისულებს  საველე ჰოსპიტალში სამედიცინო კონსულტაციების გავლის  და სისხლის  ანალიზის აღების საშუალებაც მიეცათ. დღეს ისევე როგორც ყველა გასულ გამოფენაზე, განსაკუთრებული ინტერესი და ხალხმრავლობა თავდაცვის სამინისტროს  პავილიონებთან იყო.