შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში
2 მაისი 2015
დღეს ქართულ ჭიდაობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი პირად-გუნდური პირველობა ჩატარდა. სხვადასხვა წონით კატეგორიაში ტურნირი  გაერთიანებული შტაბის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში გაიმართა. შეჯიბრის მიზანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქართული ჭიდაობის აღორძინება-პოპულარიზაციაა. პერსპექტიული სპორტსმენები საასპარეზოდ საქართველოს პირველობებსა და ჩემპიონატებში დაიშვებიან.

შეჯიბრის ორგანიზატორები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტულ- გამაჯანსაღებელი სამსახური, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაა. გამარჯვებულები შესაბამისი დიპლომებით, მედლებით, თასებით და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ.