"ანგარიში ხალხს" ზუგდიდში
2 მაისი 2015
დღეს თავდაცვის სამინისტრომ გატარებული რეფორმების შესახებ ანგარიში ხალხს სამეგრელოში ჩააბარა. აქციაზე მისულმა დამთვალიერებელმა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია სამხედრო ჟურნალების, გაზეთების, ბუკლეტებისა და სარეკლამო რგოლების საშუალებით მიიღო. ზუგდიდის მოსახლეობისთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო ტექნიკა, იარაღი და სამედიცინო აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე დაესწრნენ. მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები რამოდენიმე
საათის განმავლობაში პასუხობდნენ. აქცია “ანგარიში ხალხს” თბილისში, რუსთავში, თელავსა და ქუთაისში უკვე ჩატარდა. მთავრობის ახალი ინიციატივის ფარგლებში მორიგი ღონისძიება ახალქალაქში გაიმართება.