ვეტერანთა დეპარტამენტმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო
2 მაისი 2015
საქართველოს თავდაცვისსამინისტროს ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კოჯორში ქართველ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ ემზარ ჭოჭუამ დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ვეტერანებს სიტყვით მიმართა.

ცერემონიას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დაღუპულ იუნკერთა  ხსოვნისადმი მიძღვნილი  პანაშვიდი დეკანოზმა დავით ლონდარიძემ გადაიხადა.
ვიდეო რეპორტაჟი