სასწავლო კურსი დასრულდა
2 მაისი 2015


თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში საჯარისო დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი დასრულდა.

მსმენელებს დაზვერვის ოცეულის მეთაურის კვალიფიკაციის  დამადასტურებელი დიპლომები დღეს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. მათ შორის სამი ოფიცერი წარმატებული სწავლებისთვის - საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.

სამხედროებს სასწავლო კურსის დასრულება ეროვნული აკადემიის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ, ამავე სასწავლებლის ინსტრუქტორებმა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებმა მიულოცეს. მოგვიანებით კი კურსდამთავრებულები ეროვნული აკადემიის მოძღვარმა, მამა მოსემ დალოცა.
კურსი 1 ივნისს დაიწყო და 16 კვირას გაგრძელდა. მსმენელებმა სამი თვის განმავლობაში როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სამხედრო მოსამსახურეებმა დაზვერვის ტაქტიკური დონის ქვედანაყოფებისთვის აუცილებელი სავარჯიშოები ჩაატარეს.

სამხედროები უახლოეს მომავალში თავიანთ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან.