თავდაცვის მინისტრი ნატო-ს ელჩებს შეხვდა
2 მაისი 2015

დღეს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩები მიიღო. თავდაცვის მინისტრის რანგში ბაჩო ახალაია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა.
მინისტრმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს თავდაცვის უწყების სამომავლო ამოცანები და სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები – მშვიდობა, მოდერნიზაცია და ნატო-ში ინეგრაცია  გააცნო. ბაჩო ახალაიამ სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან ასევე საერთაშორისო კოალიციებსა და სამშვიდობო მისიებში ქართული კონტიგენტის მონაწილეობის შესახებ იმსჯელა. საუბარი ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით სამინისტროს სამომავლო გეგმებს შეეხო.