გერმანელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ
2 მაისი 2015
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის ორკაციანი დელეგაცია პოლკოვნიკ კლაუს დიტერ ბლისის ხელმძღვანელობით იმყოფება. გერმანელი სტუმრების საქართველოში ვიზიტის მიზანი თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული კოდიფიკაციის სისტემის, ნატო-ს ერთიან სისტემასთან ინტეგრაციაა.
დღეს, ლოგისტიკის ცენტრის კოდიფიკაციის ოფიცრებმა ქართველ კოლეგებს სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს.
გერმანელმა სამხედროებმა პრეზენტაცია წარადგინეს, სადაც ნატო-სთან თავსებადი კოდიფიკაციის სისტემის გაუმჯობესების ტექნიკურ მხარეებზე ისაუბრეს. ბუნდესვერის წარმომადგენლებმა ქართველ სპეციალისტებს სამუშაოს დახვეწაში რეკომენდაციებიც გაუწიეს. 
დღესვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის თანამშრომლებმა გაცნობითი სახის პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა 2009 წლის ორმხრივი თანამშროლობის გეგმის ფარგლებში ხორციელდება.