სამთო ინსტრუქტორთა მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა
2 მაისი 2015
საქართველოს შეიარაღებული ძალების საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა ზაფხულის სამთო კურსი გაიარეს. დღეს სამხედრო მოსამსახურეებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსის დასრულების სერთიფიკატები გადაეცათ.

დაჯლიდოების ცერემონიას სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, საჩხერის სამთო სკოლის უფროსი, მაიორი მალხაზ მერლანი და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი დანიელ შამბონი დაესწრნენ.

ხუთკვირიანი სწავლების ფარგლებში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. მათ  კლდეზე ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ასვლა – დაშვების ტექნიკა შეისწავლეს. ქართველი ინსტრუქტორები ასევე, დაბრკოლებების გადალახვის, მდინარის ფორსირების, მთაგორიან რელიეფზე მარშ-ნახტომების და გარემო პირობებთან შეგუების ტექნიკას დაეუფლნენ.

სამთო მომზადების ზაფხულის კურსში მონაწილეობა 18-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. მათ კურსის წარჩინებით დასრულების სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში 20 ივნისს დაიწყო და ოფიციალურად დღეს დასრულდა.