რეკრუტთა საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა
2 მაისი 2015
რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი წარმატებით დაასრულეს. საზეიმო ცერემონია დღეს, ვაზიანის ბაზაზე, რეკრუტთა ოჯახის წევრებისა და მათი ახლობლების თანდასწრებით გაიმართა.

ცერემონიის მსვლელობისას, სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას, პატივი, წუთიერი დუმილით მიაგეს, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.

მოგვიანებით რეკრუტებს, სწავლების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო პროცესი 15 ივნისს დაიწყო და 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

ამ ხნის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურებს თეორიულთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. ორი თვის განმავლობაში მათ, სამწყობრო და ფიზიკური მომზადების, პირველადი სამედიცინო დახმარების, კავშირგაბმულობისა, და სამხედრო ტოპოგრაფიის შემსწავლელი კურსები გაიარეს. განსაკუთრებული ყურადღება საცეცხლე მომზადებას დაეთმო.

საბრძოლო მომზადების კურსზე თავდაპირველად 553 რეკრუტი ჩაირიცხა, ხოლო სწავლების სრული კურსის დასრულება 395-მა შეძლო.

სამხედრო მომზადების კურსდამთავრებულები, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.