აშშ-ს საზღვაო ქვეითთა დელეგაცია თავდაცვის უწყებაში
2 მაისი 2015
დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ძალების დელეგაცია ეწვია,  საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლის, გენერალ ჯეიმს კონვეის ხელმძღვანელობით.

სტუმრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვასილ სიხარულიძემ მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მუჩაიძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი დავით ნაირაშვილი, თავდაცვის სამინისტროსა  და შეიარაღებული ძალების სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში ასევე მიიღეს მონაწილეობა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ჯონ ტეფტმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ ბრენდმა.

შეხვედრაზე განხილული იქნა თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებზე და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული საკითხებზე.

ვიზიტის მსვლელობისას აშშ-ის საზვღაო ქვეითთა ძალების დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს, ეკატერინე ტყეშელაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს.