ჩემპიონატი რაგბში
2 მაისი 2015
დასრულდა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ჩემპიონატი შვიდკაცა რაგბში. ტურნირს 10 აგვისტოდან 16 აგვისტომდე ქალაქი ბათუმი მასპინძლობდა.

შეჯიბრში 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდები დასავლეთ-აღმოსავლეთის პრინციპით 2 ქვეჯგუფად გაიყვნენ. ქვეჯგუფში გამარჯვებულები და მეორე ადგილოსნები ფლეი-ოფის სისტემით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი ფინალისტი II ბრიგადასა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის გუნდებს შორის გაირკვა. დაძაბული მატჩი II ბრიგადის რაგბისტების სასარგებლოდ დასრულდა. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, აქ I და IV ბრიგადის რაგბისტები დაუპირისპირდენ ერთმანეთს. IV ბრიგადის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ, კაცნაკლულებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ქუთაისელ რაგბისტებს და  მინიმალური ანგარიშით დათმეს შეხვედრა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში IV ბრიგადამ თავდაცვის ეროვნული აკადემიის გუნდს სძლია. დაძაბული გამოდგა ფინალიც, სადაც II და III ბრიგადის რაგბისტები შეერკინენ ერთმანეთს. შეხვედრა ერთმა ლელომ გადაწყვიტა და II ბრიგადის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და  მოთამაშე II ბრიგადის კაპრალი ირაკლი ფოჩხუა გახდა. შეჯიბრის დასრულების შემდეგ შედგა პირველი საარმიო ნაკრები, რომელიც ჩაერთო  ბათუმის ქვიშის რაგბის საერთაშორისო ტურნირში.

ქართველი  სამხედროების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ღირსეულად ჩაატარეს აღნიშნული ტურნირი, რამდენიმე ძლიერი მეტოქეს, მათ შორის სომხეთის ეროვნულ ნაკრებს სძლიეს და საპატიო მეორე ადგილი დაიკავეს. ბათუმის მერიამ ტურნირში მონაწილეებს საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.