განათლების სარდლობამ საველე წვრთნები დაასრულა
2 მაისი 2015
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ საველე წვრთნების გავლა  დაასრულა.

სარდლობის პირადი შემადგენლობა ერთი თვის განმავლობაში ქალაქ ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა. ოფიცერთა, სერჟანტთა და კაპრალთა შემადგენლობა პირობითად ორ - “ალფა” და “ბრავო” ჯგუფებად იყო დაყოფილი.

ყოველდღიუირი ფუნქციონალური მოვალეობების პარალელურად, სამხედრო მოსამსახურეებმა ბრძოლის წარმოების ტაქტიკური ხერხები შეისწავლეს. სწავლების პერიოდში მათ ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება, ნავიგაცია, ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარება, საცეცხლე და საინჟინრო მომზადება გაიარეს.
 
სწავლების ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი მეცადინეობა, სადაც სწავლების მონაწილეებმა ერთი თვის განმავლობაში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულად განახორციელეს. ლეგენის მიხედვით, პარტიზანულმა რაზმმა მნიშვნელოვნად დააზიანა პირობითი მოწინააღმდეგე და შეძლო მტრის ლოგისტიკური კონვოის განადგურება.

შემაჯამებელი მეცადინეობა შვიდი საათის განმავლობაში ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობდა და პირადი შემადგენლობის 20 კილომეტრიანი ტაქტიკური მარშით დასრულდა.

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ერთთვიანი სწავლება 15 ივლისს დაიწყო და კაპრალთა შემადგენლობის სამხედრო ფიცის მიღების საზეიმო ცერემონიით 15 აგვისტოს დასრულდა.