ტანკისტების პროფესიული დღე
2 მაისი 2015
ქართველმა ტანკისტებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. საზეიმო ცერემონია დღეს, ახალციხის ჯავშანსატანკო  ცენტრში გაიმართა.
ღონისძიების დაწყებისას, სამხედროებმა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს და მათ  ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი  მიაგეს. მოგვიანებით კი დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
წარჩინებულ  სამხედრო მოსამსახურეებს საპატიო სიგელები გადაეცათ. რვა სამხედრომ  კი, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ფულადი პრემია მიიღო.
ღონისძიების დასასრულს, ჯავშანტეკნიკის საჩვენებელი დათვალიერება მოეწყო.
საზეიმო ღონისძიებას სამხედრო პირების გარდა, ადგილობრივი მუნიცეპალიტეტის ხელმძღვანელები და საეკლესიო პირები დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტანკისტის პროფესიულ დღეს 1992 წლის 10 აგვისტოდან აღნიშნავენ.