აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი თავდაცვის სამინისტროში
2 მაისი 2015
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი რეი მეიბასი იმყოფება. ამერიკის საზღვაო ძალების მდივანი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო. თავდაცვის მინისტრმა რეი მეიბასს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და ISAF -ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს. აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი ხვალ  ეროვნულ სასწავლო ცენტრს ”კრწანისს” ესტუმრება და ამერიკელი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საჩვენებელ სწავლებას დაესწრება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან.

რეი მეიბასი  აშშ-ის საზღვაო და საზღვაო ქვეით ძალებს ხელმძღვანელობს.
ამერიკის საზღვაო ძალების მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. იგი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.