სამშვიდობო მისია
2 მაისი 2015
საქართველოს შეიარაღებული ძალების 33–ე ბატალიონის მოწინავე ჯგუფი (119 სამხედრო მოსამსახურე) ავღანეთიდან დაბრუნდა. სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია აეროპორტში დახვდა.

33-ე ბატალიონი ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა სამშვიდობო მისიას ავღანეთში. მიმდინარე ორი კვირის განმავლობაში 33-ე ბატალიონს 31-ე ანაცვლებს. 31-ე ბატალიონი   ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები)  ფარგლებში ავღანეთში უკვე მეორედ მიემგზავრება. 

33-ე ბატალიონის ჯარისკაცები  ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში  იღებდნენ მონაწილეობას. ისინი  ჰელმანდის პროვინციაში აპრილიდან იმყოფებიან და ბაზაზე დისლოცირებული ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებთან ერთად დაცვისა და უსაფრთხოების ოპერაციებს ახორციელებენ.