ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფი თავდაცვის უწყებაში
2 მაისი 2015

დღეს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ს დელეგაცია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში პროფესორის, ჯეიმს კიგლის (აშშ) ხელმძღვანელობით ეწვია.
სამუშაო ვიზიტის მიზანს საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში კავშირგაბმულობის კაპიტნის საკარიერო და სამეთაურო საშტაბო კურსების შექმნასთან დაკავშირებით ქართველი კოლეგებისთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.
შემაჯამებელ შეხვედრაზე სტუმრები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიმ და გიორგი მუჩაიძემ მიიღეს. დღევანდელ შეხვედრას ასევე თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე და თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნატო-ს ექსპერტები საქართველოს ხვალ დატოვებენ.