ნატო-ს ექსპერტები ეროვნულ აკადემიაში
2 მაისი 2015
დღეს, თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ნატო-ს ექსპერტთა შვიდკაციანი დელეგაცია ნატო-ს საერთაშორისო ჯგუფის თანათავმჯდომარის   ჟან დე ანდურანის ხელმძღვანელობით ეწვია. სტუმრები აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიიღო. შეხვედრას ქართული მხრიდან ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობა, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მოზადების და J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ვიზიტის მიზანია თავდაცვის ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობისათვის  სამეთაური საშტაბო კურსის სასწავლო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაწევა. კურსის ფარგლებში საშტაბო მომზადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ოფიცრები გაივლიან.
ნატო-ს ექსპერტები ეროვნულ აკადემიაში შეხვედრებს სამი დღის განმავლობაში გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, იგეგმება საქართველოს თავდაცვის სისტემაში მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივების განხილვა.