II ბრიგადა თასს დაეუფლა
2 მაისი 2015
ფეხბურთში საქართველოს შეიარაღებული ძალების თასის პირველი გათამაშება დასრულდა. ტურნირში თექვსმეტი გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდები ოთხ ქვეჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. ფინალში თამაშის უფლება სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების და II ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა. შეიარაღებული ძალების თასს II ქვეითი ბრიგადის გუნდი  დაეუფლა. მესამე ადგილზე III ქვეითი ბრიგადა გავიდა, რომელმაც თავის მხრივ I ქვეითი ბრიგადის გუნდი დაამარცხა. ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი II ქვეითი ბრიგადის კაპრალი, ხვიჩა ყალიჩავა გახდა.
ტურნირში გამარჯვებულები ცნობილმა ფეხბურთელმა, ბორის სიჭინავამ დააჯილდოვა.