ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ეროვნულ აკადემიაში
2 მაისი 2015
დღეს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ეწვია, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე სასაუბროდ, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი კაპიტნის საკარიერო კურსის მსმენელებს შეხვდა, სადაც საუბარი ეროვნულ აკადემიასთან ერთად საგანმანათლებო პროგრამების განხორციელებას შეეხო. შეხვედრის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და პოფესორმა მსმენელებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა.