ნოვატორი სტუდენტები ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში”
2 მაისი 2015
დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისს” საერთაშორისო კონკურსის “ალიანტე 2009”-ს გამარჯვებულები და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ნოვატორები ეწვივნენ.
ღონისძიება მიზნად სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა ცხოვრების წესის გაცნობას ისახავდა. ინიციატივა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრს ეკუთვნის. 
სტუდენტებმა ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორია დაათვალიერეს და მიმდინარე სწავლების პროცესს გაეცნენ. მოგვიანებით ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომატური იარაღით სროლაში შეეჯიბრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სროლაში გამარჯვებული 2 ახალგაზრდა პრაქტიკას თავდაცვის უწყებაში გაივლის.