მისია მალის რესპუბლიკაში

გაეროს უშიშოროების საბჭოს 2013 წლის N#2085 რეზოლუციის შესაბამისად, ევროკავშირმა მალის შეიარაღებული ძალების საწვრთნელი მისია - EUTM MALI დაიწყო.  მისიის მანდატი, თავდაპირველად, 2 წლის ვადით განისაზღვრა, თუმცა შემდგომ, ევროკავშირის საბჭომ მანდატის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.  ევროკავშირის საწვრთნელი მისიის მესამე მანდატი 2018 წლის 18 მაისამდე განისაზღვრა. მისიის მიზანია მალის შეიარაღებული ძალების წვრთნა, რათა მათ შეძლონ მალის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, მოსახლეობის დაცვისა და ტერორისტული საფრთხეების ნეიტრალიზების მიზნით სამხედრო ოპერაციების განხორციელება.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალები მალიში მიმდინარე მისიაში 2016 წლის იანვრიდან მეკავშირე ოფიცრის პოზიციაზეა წარმოდგენილი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ადგილზე მიმდინარე მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია; სამხედრო სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხების განხორციელება (CIMIC). 2017 წლის 25 ნოემბერს, EUTM Mali-ში მე-5 როტაცია განხორციელდა. მეკავშირე ოფიცერი მალიში მიმდინარე მისიაში მის დასრულებამდე იქნება ჩართული.