მისია ერაყში

2003-2008 წლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალები, ერაყში, მრავალეროვნულ კოალიციურ ძალებს (MNF–I) შეუერთდა. აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებულ ოპერაციაში, კოალიციას ერაყის მთავრობისთვის ეფექტური შეიარაღებული ძალების ფორმირებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლების მხარდაჭერა და უზრუნველყოფა დაეკისრა.

 

ქართული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს საკვანძო ობიექტების დაცვა, პატრულირება/ჩხრეკა, საკონტროლო-გამშვები პუნქტის ოპერაციები, საინჟინრო უსაფრთხოების ოპერაციები და სამხედრო ჰოსპიტალის დახმარება წარმოადგენდა. 

 

საერთო ჯამში, ერაყში განხორციელებულ საერთაშორისო მისიაში, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 17 როტაციის ფარგლებში, 8.495 ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართული ქვედანაყოფები სამშობლოში დაბრუნდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მისია ერაყში დასრულდა.