მისია კოსოვოში

საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატო-ს პირველივე სამშვიდობო მისიაში - „კოსოვოს ძალები“ (KFOR), 1999 წლის აგვისტოდან ჩაერთო. მისია კოსოვოში საომარი მოქმედებების განახლების აღკვეთას, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და გაერო-ს დროებითი ადმინისტრაციული მისიის მუშაობის ხელშეწყობას ითვალისწინებდა.  

 

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები KFOR-ს, თავდაპირველად, ქალაქ მამუშაში, თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქვეითი ოცეულით შეუერთდნენ, ხოლო 2003 წლის მაისიდან, მისია ქალაქ პრიზრენში, გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში, გაძლიერებული ასეულით გააგრძელეს.

 

2008 წელს ქართულმა ქვედანაყოფმა კოსოვო სრულად დატოვა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მისია უდანაკარგოდ, ოცეულის 18 და ასეულის 11 როტაციით დაასრულა.