-
რა ასაკის მოქალაქე ექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას?ვრცლად
18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას.
-
რა კრიტერიუმებით ხდება სავალდებულო შემოწმება?ვრცლად
1. სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გადის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში.
2.მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია შემოწმების შემდეგ წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის თაობაზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით;
გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.
3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამხედრო ძალებში გასაწვევ წვევამდელთა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები და მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.
-
რა შემთხვევაში თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან?ვრცლად
1. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;
ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;
გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი;
დ) პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს;
ე) ასპირანტი;
ვ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;
ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
-
რა შემთხვევაში ხდება გადავადება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან?ვრცლად
1. წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი – ვადით ერთ წლამდე;
ბ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;
გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხული იყო სამხედრო კათედრაზე – ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე;
გ1) არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;
დ) მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი;
ე) არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე;
ვ) პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ზ) ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;
თ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ი) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;
კ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;
ლ) არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში;
მ) არის დედისერთა;
ნ) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;
ო) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;
პ) ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით.
2. თუ წვევამდელი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში იგი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.
-
რა პასუხისმგებლობა ეკისრება მოქალაქეს თუ არ გამოცხადდება სავალდებულო სამსახურში?ვრცლად
1. მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი), რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის გამოძახებით მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის ან სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის თავის ამრიდებლად და დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი), რომელიც სამხედრო სამსახურში ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის უწყების მიღებისას მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, ან უკანონოდ გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან ანდა გადაუვადდება იგი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, დოკუმენტური დადასტურებით, არის მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა, აგრეთვე სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებანი.
3. სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით მოქალაქის სამედიცინო შემოწმებაში მონაწილე ექიმ-სპეციალისტს, გამწვევი კომისიის წევრს და სხვა თანამდებობის პირს, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეს სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებაში ან არ შეასრულებს კანონმდებლობით დადგენილ მოვალეობებს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის – კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მოქალაქეს სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
-
როდის ხდება მიღება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში?ვრცლად
საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევად დადგენილი პერიოდები არ არსებობს. გაწვევა ცხადდება შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების აუცილებლობიდან გამომდინარე, რაც კონკრეტული სპეციალიზაციის სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას გულისხმობს.
-
რა პრინციპით მოხდება სამხედრო მოსამსახურეების გადანაწილება ქვედანაყოფებში?ვრცლად
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის პირველი ეტაპის (ცხრაკვირიანი სასწავლო პროგრამა BCT-Basic Combat Training) წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეები ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან შეიარაღებულ ძალებში არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე. ასევე შესაძლებელია, რომ სამხედრო მოსამსახურეები განაწილდნენ რეგიონალური პრინციპის მიხედვით.
-
რა ვადით ფორმდება კონტრაქტი?ვრცლად
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევისას მოქალაქეს გაუფორმდება 4 (ოთხ) წლიანი კონტრაქტი, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს: 1-ელი ეტაპი-სწავლების პერიოდი (ათკვირიანი სასწავლო პროგრამა BCT-Basic Combat Training) მე-2 ეტაპი-ქვედანაყოფში სამსახური
-
სად და რა საბუთებით უნდა მიმართონ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველებმა?ვრცლად
საბუთების მიღება წარმოებს ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ (გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი), ასევე მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (ქ. ქუთაისი-ახალგაზრდობის გამზირი, პირველი შესახვევი) განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები: • მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი); • სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი); • ფოტოსურათი 3X4 2 ცალი; პირადი საქმის შესაქმნელი საბუთების ნუსხა • ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, დაბეჭდილი); • ფოტოსურათი 3X4-4 ცალი • დაბადების მოწმობის ასლი • განათლების მოწმობის ასლი • ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი • პირადობის მოწმობის ასლი • მართვის მოწმობის ასლი • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი • შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში) • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი • შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში) • ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები • ნარკოლოგიური ცენტრიდან ცნობა • შ.ს. სამინისტროდან ცნობა (ნასამართლეობის შესახებ • ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (საპენსიო)