ირაკლი ჭიჭინაძე
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე

სამხედრო წოდება: ბრიგადის გენერალი
დაბადების თარიღი: 1977 წელი
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი
ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული, სპარსული

სამოქალაქო განათლება:

1994 - 1999 თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, სპარსული ენისა და კულტურის ფაკულტეტი;
   
1998 - 2000 თარბიათე მოდარესის უნივერსიტეტი, თეირანი, ირანის ისლამური რესპუბლიკა. სპარსული ენისა და კულტურის ფაკულტეტი.

სამხედრო განათლება:

2018 – 2019 სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, საზღვაო ქვეითების უნივერსიტეტი, კუანტიკო, აშშ; 

2003 - 2004 სამხედრო-დიპლომატიური მომზადების ცენტრი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;

ჯილდოები:

2020 საშტატო იარაღი

2019 მედალი გენერალი კვინიტაძე

2018 ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის მედალი `სამსახურებრივი რკინის ჯვარი დამსახურებული თანამშრომლობისთვის 

2017 მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის, I ხარისხის;

2012 მედალი გენერალი მაზნიაშვილი

2011 მედალი ქაქუცა ჩოლოყაშვილი

2011 მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის, II ხარისხის;

2009 მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის, III ხარისხის;

2007 მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის

2006 21-ე ბატალიონის მეთაურის მადლობის სიგელი

2001 საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელი 

სამუშაო გამოცდილება:

2020 საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე

2017 - 2020 სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს თავდაცვის ძალები;

2015 - 2017 სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე;

2014 - 2015 სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2012 - 2014 ანალიტიკური სამმართველოს უფროსი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;

2010 - 2012 ანალიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;

2007 - 2010 განყოფილების უფროსი, ანალიტიკური სამმართველო, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის;

2006 - 2007 G-2 ოფიცერი, სახმელეთო ძალების შტაბი;

2005 - 2006 სამშვიდობო მისია ერაყის რესპუბლიკაში, 21-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი;

2005 სამხედრო დამკვირვებელი, ცხინვალის რეგიონი, შერეული სამშვიდობო ძალები;

2000 - 2005 სხვადასხვა თანამდებობები ოპერატიულ და ანალიტიკურ სამმართველოებში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი.

კურსები:

2015 დაზვერვის დირექტორების კურსი, ჩიქსენდი, დიდი ბრიტანეთი;

2013 სტრატეგიული ანალიზის კურსი, ჩიქსენდი, დიდი ბრიტანეთი;

2012 გაერთიანებული სტრატეგიული დაზვერვის საწვრთნელი პროგრამა, სამხედრო დაზვერვის უნივერსიტეტი, სამხედრო დაზვერვის სააგენტო, აშშ;

2008 თავდაცვა მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების გამოყენებით ტერორისტული აქტებისგან. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოწინავე ცენტრი, ანკარა, თურქეთი. 

2008 პოლიგრაფიული (სიცრუის დეტექტორი) მომზადება. URAN-ის საერთაშორისო პოლიგრაფიის სკოლა.

2007 სტრატეგიული სამხედრო ინფორმაციის სემინარი, დიდი ბრიტანეთი.

2007 სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ტრანს-სასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის კურსი. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოწინავე ცენტრი, ანკარა, თურქეთი.

2007 ევროინტეგრაციის კურსი. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი. საქართველო. 

2002 ნატო-ს დაზვერვის კურსი. თბილისი, საქართველო