გიორგი მათიაშვილი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი

სამხედრო წოდება: ბრიგადის გენერალი
დაბადების თარიღი: 18 დეკემბერი, 1977
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი  შვილი
ენების ცოდნა: ინგლისური, გერმანული და რუსული. 

სამოქალაქო განათლება:

01/09/1994 - 30/06/1999  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, ისტორიის მასწავლებელი ( მაგისტრის აკადემიური ხარისხი)

სამხედრო განათლება:

10/08/1994 - 30/06/1999  - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, სახმელეთო ფაკულტეტი (მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო-საშტაბო სპეციალობა);

 

20/10/1997 - 24/10/1998 - უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლება (I საფეხური), ქვეითი სამეთაურო კურსი (გერმანია);


16/05/2000 - 02/06/2000  - ასეულის მეთაურის კურსი-ჰამელბურგის ქვეითთა სკოლა, გერმანია);


18/08/2009 - 11/06/2010  - ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო განათლება (ინტერნაციონალური გენერალური საადმირალო შტაბის კურსი, გერმანია).

ჯილდოები:

2001 - ნატოს მედალი;

2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი;

2008 - მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I I ხარისხი);

2010 - მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი);

2012 - ღირსების ორდენი;

2012 - მედალი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“;

2012 - მედალი ,,გენერალი მაზნიაშვილი“;

2015 - სამსახურებრივი-საშტატო იარაღი;

2015 - მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“;

2016 - მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ (20 წელი და მეტი უმწიკვლო სამსახურისათვის);

2019 - მედალი ,,გენერალი კვინიტაძე“.

სამუშაო გამოცდილება:

25/12/2019 - თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი.

 

16/12/2018 - 25/12/2019 - თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სარდალი;

 

01/04/2016 - 16/12/2018 - სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე;

 

09/11/2012 - 01/04/2016 - J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

 

30/06/2012 - 09/11/2012 - J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი;

 

30/08/2010 - 30/06/2012 - J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

  

05/03/2007 - 30/08/2010 - სახმელეთო ჯარების სარდლობა, შტაბი, G-3 ოპერატიული სამმართველო სამმართველოს უფროსი;

 

25/12/2006 - 05/03/2007 - სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს  ოპერაციების დაგეგმარების განყოფილების უფროსი;

 

16/12/2006 - 25/12/2006 - სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს ოპერაციების დაგეგმარების ოფიცერი;

 

30/12/2005 - 16/12/2006 - I ქვეითი ბრიგადის შტაბის G-3 საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი;

 

25/07/2004 - 30/12/2005 - სერჟანტთა მომზადების სკოლის სერჟანტთა მომზადების კურსის უფროსის მოადგილე;

 

27/05/2003 - 25/07/2004 - სერჟანტთა მომზადების სკოლის სერჟანტთა მოსამზადებელი კურსის სასწავლო კურსის უფროსის მოადგილე;


05/02/2001 - 27/05/2003 - სწრაფი რეაგირების ძალები, ბაზა "კოჯორი" დაზვრვის სამსახური სამსახურის უფროსი;


20/06/1999 - 05/02/2001 - მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრის მსუბუქი ქვეითი ასეულის 1-ლი საიერიშო ოცეულის მეთაური;


25/03/1999 - 20/06/1999 - არასაომარი სამხედრო ოპერაციათა მოსამზადბელი ცენტრის სადაზვერვო სადივერსიო ასეული"კომანდო"-ს იარაღის ოცეულის მეთაური;


14/12/1998 - 25/03/1999 - მცირე ინტენსივობის კონფლიქტში სამხ. ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრის უფროსის განკარგულება, ოცეულის მეთაური;


10/08/1994 - 14/12/1998 - გაერთიანებული სამხედრო აკადემია კურსანტი.

კურსები:

20/10/1997 - 24/10/1997 -  ქვეითთა სამთო ბრძოლის კურსი (გერმანია);

01/05/1999 - 24/05/1999 - სპეციალური ოპერაციების ძალების საჰაერო სადესანტო მომზადების კურსი (აშშ);

28/06/1999 - კანადის შეიარაღებული ძალების საპარაშუტო-სადესანტო მომზადების კურსი;

01/07/1999 - 08/10/1999 - კომანდოს კურსი მცირე ინტექნსივობის კონფლიქტებში საბრძოლო ოპერაციათა ცენტრი (საქართველო);

14/04/2000 - სნაიპერის კურსი (გერმანია);

26/05/2001 - სწრაფი რეაგირების ძალების საჰაერო-სადესანტო მომზადების კურსი-სამი ძირითადი საპარაშუტო ხტომა (საქართველო);

11/06/2007 - 11/06/2007 - გერმანული ენის შემსწავლელი კურსი (საქართველო);

14/06/2010 - 09/07/2010 - ევროპული უსაფრთხოების კურსი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემია (გერმანია) ;

01/04/2012 - 06/04/2012  - ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი (საქართველო);

13/08/2015 - 13/08/2015 -  ინგლისური ენის კურსი (ლატვია, ქ. რიგა).