• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
13 აგვისტო 2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურის რიგითი შ.ლ -ს და კაპრალ ი.ბ-ს დაღუპვის გამო. ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში, ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც  ამჟამად არამიანცის, ინგოროყვას და ამტელის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიების წინასწარი იფნორმაციით ავტომანქანა   ცენტრალური  გზიდან  სათადარიგო  გზაზე გადავიდა, სადაც  გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო  და  დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების  რიგით შ.ლ-ს და კაპრალ ი.ბ-ს ოჯახებს უსამძიმრებს.  მომხდარ ფაქტზე  გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აწარმოებს. 

 

Print