• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
17 მაისი 2017

გეგმიური სწავლება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე

ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა“და „ჩარლი“ ასეულებმა გეგმიური სწავლება გაიარეს.  ბაგრამის საავიაციო ბაზის სასროლეთზე მათ 25 მეტრიან დისტანციაზე საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებში მიიღეს მონაწილეობა. საცეცხლე მომზადების პარალელურად, ბაგრამზე ტაქტიკური სწავლებაც გაიმართა, რომელშიც საჰაერო გზით დაშავებულთა ევაკუაციის ამოცანები 23-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულმა შეასრულეს.  ქართველი მშვიდობისმყოფელების წვრთნა ამერიკელი საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას აპრილის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

Print