• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
18 თებერვალი 2017

„სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ კურსი დასრულდა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ ერთკვირიანი კურსი დასრულდა. კურსის მონაწილეებს სწავლების დასრულება თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გუნაშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დეივ ეტელმა მიულოცეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. 

„სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ კურსს დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წამყვანი ლექტორები უძღვებოდნენ. 7-დღიან სასწავლო პროგრამას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კურსში აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.  

სასწავლო პროგრამამ მსმენელებს საშუალება მისცა სტრატეგიული ლიდერის უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ და მათ წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. სემინარი ადამიანური რესურსების მართვისა და, შესაბამისად,  უწყებაში მმართველობის ეფექტურობის გაზრდასაც გულისხმობდა. უცხოელი პარტნიორების მხრიდან გამოცდილების გაზიარება უნარ-ჩვევების დახვეწასა და პროფესიულ განვითარებას  შეუწყობს ხელს.

„სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ კურსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

Print