• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
6 დეკემბერი 2017

თავდაცვის სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების ბრიტანელ ექსპერტს უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი სტრატეგიული კომუნიკაციების ბრიტანელ ექსპერტს, ასოციაციის M&C Saatch დირექტორს ჯერი ოსბორნს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების კუთხით თავდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურებში არსებული მიღწევები განიხილეს. 

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანელ სტუმარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივის - სტრატეგიული კომუნიკაციების განხორციელების პროცესი გააცნო. მან ისაუბრა თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულ მიმართულებებზე, რაც თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერებასა და შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას ითვალისწინებს. ლელა ჩიქოვანმა უწყების ამოცანების განხორციელებისას სტრატეგიული კომუნიკაციისა და უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. საუბარი, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას შეეხო.

შეხვედრას საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD), თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

Print