• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
17 ივლისი 2017

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა მსმენელებს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.

თავდაცვის მინისტრმა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე გაამახვილა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ტექნიკისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ასევე საერთაშორისო მისიებსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს შეეხო. ლევან იზორია ნატოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხს და პარტნიორ ქვეყნებთან უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ პოექტებს შეეხო. მინისტრმა ჰიბრიდულ ომზეც ისაუბრა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მსმენელებმა თავდაცვის მინისტრს კითხვები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ასევე თავდაცვის უწყებაში არსებული პრობლემების შესახებ დაუსვეს.

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

Print