• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
17 მარტი 2017

თავდაცვის ანალიზის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია

დღეს, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმოადგენელებს უწყებათაშორისი ურთიერთქმედების მნიშვნელობა, პროგრამზე მიღების პირობები, მიზანი, სწავლების შედეგები და ჩარიცხვის კვოტები გააცნო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ნუკრი გელაშვილმა პროგრამის მნიშვნეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროგრამაში სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელბის ჩართულობის მნიშვნელობას.

სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ოფიცრის უმაღლესი სამხედრო განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე (სამაგისტრო) საფეხურს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებსა და საქართველოს სამთავრობო უწყებების თანამშრომლებში აუცილებელი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას.

პროგრამაზე მიიღებიან სამხედრო პირები, რომელთაც აქვთ ,,მაიორი‘‘-ს და ,,ვიცე-პოლკოვნიკი‘‘-ს სამხედრო წოდება და გავლილი აქვთ კაპიტნის საკარიერო კურსი ან მასთან გათანაბრებული სამხედრო განათლების პროგრამა და მინიჭებული აქვთ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და თავდაცვის სამინისტროსა და მის მიერ განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება და აქვთ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

Print