• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
13 სექტემბერი 2017

საჩუქარი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე დაშავებული სამხედროებისთვის

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობისთვის ემზადებიან.

დღეს, ქართველი სამხედროების ერთ-ერთ ვარჯიშს „ფონდი არველაძის“ წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე დაესწრნენ. ტურნირის მონაწილე სპორტსმენების გამხნევების მიზნით, ფონდის დამფუძნებელმა რევაზ არველაძემ მათ საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცა.

„ძლიერთა თამაშები“ კანადაში, ქალაქ ტორონტოში 23-30 სექტემბერს გაიმართება. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული 15-კაციანი ნაკრები ინტენსიურ მომზადებას გადის. საერთაშორისო ასპარეზობისთვის, ისინი მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდის სროლაში, ცურვაში, ველორბოლაში და წოლჭიმში გადიან მომზადებას. კანადაში სამხედრო მოსამსახურეების 15 ოჯახის წევრი სპეციალური პროგრამით გაემგზავრება.

ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშებში“ ქართველი სამხედროები უკვე მესამედ მონაწილეობენ.

Print