• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
17 ივნისი 2017

დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა პარასპორტულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრისა და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით დღეს პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში საჩვენებელი ტურნირები გაიმართა. ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

ტურნირში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. საჩვენებელ თამაშებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.

ქართველმა სამხედროებმა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მჯდომარე ფრენბურთის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, ასევე პარაკალათბურთში და სპორტის სხვა სახეობებში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეული 14 ივნისს დაიწყო და მასში ქართველი დაშავებული სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ.

Print