• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
17 მარტი 2017

ნატო-საქართველოს წვრთნისა დაშეფასების ცენტრში სასწავლო კურსი დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ JTEC-ის ქართველ დამკვირვებელ-შემფასებლებისთვის ერთკვირიანი კურსი დასრულდა.  22 კურსდამთავრებულ ინსტრუქტორს სწავლების შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცა.  კურსის დასრულების ცერემონიალს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე დაესწრო.

ერთკვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. სწავლების პრაქტიკული ნაწილი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე განხორციელდა.   ქართველ დამკვირვებელ-შემფასებლებს საშუალება მიეცათ კურსის თეორიულ ნაწილში შესწავლილი უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოეყენებინათ. ისინი I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ოცეულის სწავლებას დააკვირდნენ და დაგეგმილი სწავლება შეაჯამეს.

JTEC-ში ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ ჩატარებული დამკვირვებელ-შემფასებლთა ინსტრუქტორის სასწავლო კურსის მიზანს  ქართველი ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის გამოცდილების გაზიარება, შემფასებლის ფუნქცია-მოვალეობებისა და მოქმედების შემდგომი განხილვების მეთოდების, ასევე დაგეგმვის პროცესში რისკების გათვლის დახვეწა  წარმოადგენდა. კურსდამთავრებული სამხედრო მოსამსახურეები ამიერიდან თავად შეძლებენ მოამზადონ დამკვირვებელ-შემფასებლები. ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება ქართულ მხარეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართულ სწავლებებში გამოადგებათ.

Print