• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
21 სექტემბერი 2017

გენერალური შტაბის უფროსი „კავშირი 2017“-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში  კავშირგაბმულობის სწავლება „კავშირი 2017“ მიმდინარეობს. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე სწავლების მიმდინარეობას გაეცნენ და  სწავლების მართვის პუნქტი დაათვალიერეს. სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ზურაბ მგელაძემ გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და ბრიგადის გენერალს ზაზა ჩხაიძეს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სწავლების მიმდინარეობა პირადად გააცნო.

„კავშირი 2017“ „დიდგორი 2017“ი-ს წინა მოსამზადებელი სწავლებაა. მასში საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების კავშირგაბმულობის ქვედანაყოფების 1350-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. წვრთნები საველე პირობებში, ქვედანაყოფების სასწავლო რაიონებში მიმდინარეობს. სწავლების მიზანი მართვის პუნქტების მოწყობა ტაქტიკურ და სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე, ასევე კავშირგაბმულობით და ინფორმაციული სისტემების საშუალებით მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის დახვეწაა.

Print