• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
14 ივლისი 2017

ჯავშანზე მონადირე ჯგუფების სიტუაციური სწავლება ვაზიანის პოლიგონზე

ვაზიანის სასწავლო პოლიგონზე ჯავშანზე მონადირე ჯგუფების სიტუაციური სწავლება გაიმართა. წვრთნებში I ქვეითი ბრიგადის 61 სამხედრო იყო ჩართული. სამხედრო მოსამსახურეებს  2 კვირის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული წვრთნები ჩაუტარდათ. სწავლების დასკვნით ნაწილში კი, საბრძოლო სროლები გაიმართა.

სცენარის მიხედვით ჯავშანზე მონადირე ჯგუფებმა მოწინააღმდეგის მაღალი ღირებულების ჯავშანტექნიკის შეჩერების და განეიტრალების ამოცანები შეასრულეს. სამხედრო წვრთნები საბრძოლო სროლებით ჩატარდა და მასში ხელის ტანკსაწინააღმდეგო რპგ-7 ტიპის და დაზგიანი სპგ-9 ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს.

საველე წვრთნები მიზნად სამხედრო მოსამსახურეების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას და ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ ბრძოლის დახვეწას ისახავს.

Print