• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
17 თებერვალი 2017

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ნატო-საქართველოს სხდომის დაწყებამდე შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მინისტერიალის ფარგლებში, რომელთანაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ტარდება. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანიობის მიმართ.

Print