• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
17 მარტი 2017

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ დაგეგმარების კონფერენცია

„ძალა პარტნიორობაშია“ - მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილია, რომელსაც საქართველო წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს. ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 11 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, ესპანეთი, რუმინეთი, სლოვენია, სომხეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

სწავლების ლოკაციების შერჩევის, მონაწილე ქვეყნების სამხედროების ზუსტი რაოდენობის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განსაზღვრის, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საკითხების დადგენის მიზნით ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დაგეგმარების ძირითადი კონფერენცია გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში ქართველმა ოფიცრებმა სწავლების დაგეგმვაში მონაწილე უცხოელ პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო წვრთნის დეტალები და განხორციელების საკითხები განიხილეს. „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის საბოლოო დაგეგმარების კონფერენცია კი, მაისში გაიმართება, სადაც სწავლების შესახებ უკვე ყველა დეტალი გაიწერება და შეთანხმდება.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ ივლისის ბოლოს დაიწყება. წლევანდელი მრავალეროვნული სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების  ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე ლოგისტიკური და ოპერატიული დაგეგმვისა და აღსრულების ასპექტების დახვეწაა. საველე სწავლებების დროს ქართული სამხედრო ქვედანაყოფები უცხოელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს და დავალებებს შეასრულებენ.  

Print