• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
20 აპრილი 2017

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლექცია DIB-ში

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ესტუმრა. რობერტ ონდრეცსაკმა თავდაცვისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს სლოვაკეთის რესპუბლიკის სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის (SDR) დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა, რომლითაც  2010 წლიდან დღემდე  ხელმძღვანელობენ.

პრეზენტაციაზე სტუმარმა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურული მოდელი  და პრიორიტეტები გააცნო. რობერტ ონდრეცსაკმა თანამედროვე გრძელვადიანი გამოწვევების გათვალიწინებით,  სლოვაკეთის თავდაცვის უწყების მომავლის გეგმებზეც ისაუბრა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მსმენელების კითხვებს უპასუხა.

DIB-ის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა რობერტ ონდრეცსაკს ვიზიტისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება სკოლის განვითარების პროცესში სლოვაკეთის მხარდაჭერაზე გაამახვილა.

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მიიღო. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

 

Print