• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
21 აპრილი 2017

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და ბრიტანულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და RUSI-ის დირექტორმა რაფაელო პანტუჩიმ მოაწერეს.

დოკუმენტი გამოცდილების გაზიარებას, ბრიტანელი ექსპერტების ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. 

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს DIB-ის, თავდაცვის უწყებისა და ბრიტანული ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დოკუმენტზე ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრაგაიმართა, სადაც ყურადღება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობასა და მნიშვნელობაზე გამახვილდა. საუბარი თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხო.
ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს. 


დღესვე, ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა RUSI-ის უფროსი მკვლევარის, დოქტორ იგორ სუტიაგინის ლექციას უმასპინძლებს.

Print