• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
5 დეკემბერი 2017

ავღანეთში წიგნის კუთხე მოეწყო

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე  „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში “ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა წიგნის კუთხე მოაწყვეს. ავღანეთში წიგნები საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში  გააგზავნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი 2017 წლის ივნისში გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი მხარეებს შორის სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელების ხელშეწყობაა. თანამშრომლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა I საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 500 წიგნი გადასცეს და თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკარებს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ჩაუტარეს. 3 ნოემბერს, კი, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე აფხაზის  სახელობის ოთახი გაგაიხნა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ისტორიულ მასალებსა და წიგნებს გაეცნონ.

Print