• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
17 თებერვალი 2017

საერთაშორისო კულტურული ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კოალიციური ძალების საერთაშორისო კულტურული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.

კონცერტი საქართველოს, აშშ-ის და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა. კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ეროვნული სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს. 32-ე ბატალიონის პირდმა შემადგენლობამ მთიულური და აჭარული ცეკვები შეასრულა.

ღონისძიებას კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეები და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მომსახურე სამოქალაქო პირები დაესწრნენ.

Print